მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება ,,ქართული ოცნების'' კულუარებში? - "ნიუპოსტი" თავის წყაროებზე დაყრდნობით...

რა ხდება ,,ქართული ოცნების” კულუარებში? – “ნიუპოსტი” თავის წყაროებზე დაყრდნობით პარტიაში ქაოსსა და პანიკაზე ლაპარაკობს

Published on

"მე კი ვუშველი ჩემს თავს, მაგრამ თქვენ რისი იმედი გაქვთ?" – "ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომელიც მან არჩევნების ღამეს ოცნების პოლიტელიტას უთხრა.– ,,წერს ,,ნიუპოსტი''- 
იმის შესახებ, რომ „ოცნების“ შეფი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი "ოცნების" ლიდერებზე გაბრაზებულია, თავად „მეოცნებეებიც“ ღიად ლაპარაკობენ. 
 
პირველი ტურის შემდეგ, ოცნების ოფისში შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში იმართება, თუმცა არცთუ სასურველ ვითარებაში.
წყარო, რომელიც მმართველი პარტიის ოფისში რანდენიმე დღის წინ შეხვედრას ესწრებოდა, „ნიუპოსტს“ უყვება, რომ სპეცთათბირი ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა და მას, რამდენიმე დეპუტატის გარდა, თავად ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, თათბირზე იმყოფებოდა დეპუტატი დიტო სამხარაძეც, რომელიც „ოცნებაში“ რეგიონებს კურირებს.
 
როგორც „ნიუპისტისთვის“ ხდება ცნობილი, ეს არ ჰგავდა თათბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად, არამედ, ეს იყო ჩვეულებრივი „რაზბორკა“, რომელიც ივანიშვილმა კალაძეს და კობახიძეს გაუმართა.
 
„კალაძეს და კობახიძეს თავები დახრილი ჰქონდათ და ხმას ვერ იღებდნენ“, – უყვება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც ასევე, ამბობს, რომ ზუსტად ამ სპეცთათბირზე გადაწყდა, რომ კალაძე და კობახიძე „ოცნების“ მმართველ რგოლებს ჩამოცილდნენ. ეს ინფორმაცია, პრინციპში, დადასტურდა – ინფრასტრუქტრის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ კალაძემ და კობახიძემ პარტიიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნების პოსტები დატოვონ და ისინი, უბრალოდ, პოლიტსაბჭოში დარჩნენ.
როგორც ოცნების კულუარებში ამბობენ, ივანიშვილი დამუქრებია კიდეც, "მეორე ტური დამთავრდეს და მერე მე ვიცი, თქვენ როგორც მოგხედავთო". ამასთან, ოლიგარქს ასეთი ფრაზაც წამოსცდენია, სულ არ მაინტერსებს, სალომე გაიმარჯვებს თუ არა, მთავარია, ჩემი შელახული ღირსება აღვიდგინო ხალხშიო.
კიდევ ერთი წყარო, რომელიც ასევე, „ოცნებასთან“ არის დაახლოებული, „ნიუპოსტს“ ეუბნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა თავად „ოცნების“ უმრავლესობამ დაიწყოს და ახალ წლამდე ირაკლი კობახიძე გადააყენოს.
ამავე თათბირზე ივანიშვილს დიტო სამხარაძისთვისაც უყვირია. სწორდ ამ თათბირზე დაინტერესებულა ივანიშვილი ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საკითხით. ექსპრემიერმა მხოლოდ ზუგდიდში წაგებული არჩევნების შემდეგ გაუხსენა გოგიას და მის მფარველს, რომ ის "კორუფციაში მხილებული კაცი იყო".
„ასეთი გაბრაზებული ბიძინა მე არასოდეს მინახავს“, – ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.
ამავე თათბირზე, რომელიც გასული კვირის მიწურულს გაიმართა, საუბარი შეხებია ზურაბიშილის კამპანიაზე დახარჯულ 10 მილიონს და ოლიგარქს, პრინციპში, მიუნიშნებია, რომ მეორე ტურისთვის ფულის დახარჯვას აღარ აპირებს.
„ასეა თუ ისე, „ოცნებაში“ ყველა შეშლილობის ზღვარზეა, რადგან თითოეული მათგანი ხვდება, რომ როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნების მეორე ტური, არაერთი ბობოლას თავი გაგორდება“, – ვარაუდობს „ნიუპოსტის“ წყარო.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...