მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება, რომელიც ბავშვებს ხოცავს, რუსთაველზე ნაძვის ხეს რთავს და შვილმოკლული მამებისგან...

ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ხოცავს, რუსთაველზე ნაძვის ხეს რთავს და შვილმოკლული მამებისგან ტერიტორიის დაცლას მოითხოვს

Published on

 ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.
 
მერიის მოთხოვნას  ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს. მათი განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ. 
 
„ამ წერილით ხელისუფლება გვეუბნება რომ ხელს ვუშლით ვიღაცეებს. ეს თხოვნაა არის თუ რაც არის ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ რომ სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ. 
 
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არც მალხაზ მაჩალიკაშვილი აპირებს. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ახალ წელს საახალწლო ნაძვის ხესთან უნდა მივიდნენ, სწორედ ის და ზაზა სარალიძე იცავენ. 
 
„ეს იმას ნიშნავს რომ უსასრულოდ თქვენ რომ იდგეთ პარლამენტის წინ თუ სხვაგან ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებ იდექით რამდენიც გინდა. აი ეს არის მათი სიტყვები დღეს ჩემსა და ზაზას მიმართ გამოგზავნილი. აქ ის ბავშვები რომლებიც უნდა იყვნენ და უნ და იზეიმონ, სახელმწიფოსგან განსხვავებით მე და ზაზა ვიცავთ იმ ბავშვებს. მაგაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ. ეს არის ის ხელისუფლება რომლებიც ბავშვებს ხოცავენ. აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

სიახლეები

“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა” – ბოკუჩავა

"ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი"...

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...