მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში - სააკაშვილი "ევროპული საქართველოს"...

ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში – სააკაშვილი “ევროპული საქართველოს” მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერაზე საუბრობს

Published on

ჰელსინკში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრა შედგა. ეს არის პირველი კომუნიკაცია ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის მას შემდეგ, რაც "ევროპულმა საქართველომ" არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნები იყო. ლიდერებმა იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერებს ადამიანური და სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
"მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ეხლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 
 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...