მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს ფასეულობებია გადასარჩენი - საკითხავია, ხალხის თუ...

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს ფასეულობებია გადასარჩენი – საკითხავია, ხალხის თუ ,,ქართული ოცნებისა” და პირადად მისი

Published on

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას“, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ფასეულობები გადასარჩენია.
 
„მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე – ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და რა თქმა უნდა – სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
 
და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...