მთავარისიახლეებიპოლიტიკა"7 მილიარდის მფლობელი რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს მიმართავს დახმარებისთვის, ცინიზმია"...

“7 მილიარდის მფლობელი რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს მიმართავს დახმარებისთვის, ცინიზმია” – მიშა მშვილდაძე

Published on

 
„7 მილიარდის მფლობელი რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს მიმართავს დახმარებისთვის, რაღაც ცინიზმის იმხელა დოზაა ამაში,“ – ამის შესახებ განცხადება მიშა მშვილდაძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.
 
პროდიუსერი აცხადებს, რომ ამ მიმართვას ყოფილი პრემიერი ავრცელებს 6 წლის თავზე, როდესაც სწორედ მისმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მოსახლეობის არც ერთ ფენაში მის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არა აქვს.  
 
„მმართველობის 6 წლის თავზე ხდება ეს, როცა მოახერხა ამ ადამიანმა იმდენი, რომ ვისთვისაც არ უნდა მიემართა, მოსახლეობის არც ერთ ფენაში, არავითარი პოზიტიური მოლოდინი არ უკავშირდება და თან ყოველი შემდეგი წელი ზუსტად საპირისპიროდ ხდებოდა თავისი დაანონსებულიდან და უფრო და უფრო მეტად გრძნობდა მარწუხებს ხალხი,“ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
 
მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში სამი პრობლემა გამოიკვეთა. ეს არის არაღიარება და ბრაზი. მისივე თქმით ეს ბრაზი გამოიხატა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა არც ერთხელ არ ახსენა სალომე ზურაბიშვილი. მესამე  ეტაპი კი, მისივე თქმით, არის ვაჭრობა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...