მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზები რუსეთს ახალი ციხის აშენების თხოვნით მიმართავენ

აფხაზები რუსეთს ახალი ციხის აშენების თხოვნით მიმართავენ

Published on

,,რისთვის უნდა ჩავსვათ ხალხი ციხეში , თუკი მათ იქ ექნებათ ყველაფერი, რაც თავისუფლებაზე მყოფ ადამიანებს'' – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის შს სამინისტროში გუშინ გამართულ თათბირზე.

ამავე თათბირზე  გაახმოვანა მან ახალი ციხის აშენების ინიციატივაც.  „გავეცით ბრძანება ციხის ასაშენებლად ადგილის მოსაძიებლად. უნდა მოვიძიოთ ფინანსებიც. იმედია ყველამ გაიგო, რომ დრანდის ციხე უკვე მოძველდა და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს“, – ციტირებს ,,სპუტნიკ აბხაზია"  ხაჯიმბას მტავარ გზავნილს თათბირზე წარმოთქმული სიტყვიდან. 

აფხაზეთში  ახალი ციხის აშენების საკითხი   დიდი ხანია მომწიფდა, მაგრამ დღის წესრიგში განსაკუთრებული აქტუალობით დადგა 12 დეკემბერს პატიმრების მიერ მოწყობილი ბუნტის შემდეგ, როცა მათ მასობრივად გააპროტესტეს ციხეში არსებული პირობები და მასობრივი ჩხრეკა, რომელსაც მოყვა მათთვის იმ დოკუმენტებისა და ნივთების ჩამორთმევა, რომლის ქონა იკრძალება სასჯელის მოხდის ადგილებში. ბუნტის ჩახშობა სამართალდამცველებს დიდ ძალისხმევად დაუჯდათ.

ციხის საკითხის აქტუალიზაციაში  თავისი როლი შეასრულა 10 დეკემბერს პატიმარ ბაჩუკი ლატარიას გახმაურებულმა გაქცევამ, რომელმაც განსაკუთრებული რეზონანსი მიიღო იმის გამო, რომ გაქცეული საქართველოს მოქალაქე იყო, ამასთან მუსირებს  ეჭვი, რომ ამ გაქცევაში მას არცთუ უანგაროდ  შეუწყვეს ხელი თავად ციხის თანამშრომლებმა .   

,,დრანდის იზოლატორი კურორტი და დასასვენებელი სახლი არ არის, თუმცა გარკვეული პირობების შექმნა აუცილებელია. ,,ეს ჩვენი ხალხია, და ჩვენ უარს ვერ ვიტყვით მათზე, მაგრამ ამავე დროს ვერ შევეგუებით იქ არსებუ განუკითხაობას'' – აცხადებს ე.წ. აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა. მისი თქმით,  პირობები, რომლებშიც პატიმრები იმყოფებიან და რომლებშიც უხდებათ მუშაობა ციხის თანამშრომლებს, კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ საჭიროა ფიქრი ახალი იზოლატორის დაჩქარებულ აშენებაზე. ,, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული და საფუძვლიანი დოკუმენტები, რომელთაც წარვუდგენთ რუსეთის ფედერაციას თანამედროვე ციხის აშენებაში დახმარების თხოვნით. – აცხადებს იგი.  

 

 

 

 

 

 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...