მთავარისიახლეებიეკონომიკამთავრობა ვალუტის გამყარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებდა, თუმცა ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, შესაბამისად,...

მთავრობა ვალუტის გამყარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებდა, თუმცა ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, შესაბამისად, კატასტროფულად იზრდება ფასები ყველაფერზე

Published on

გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ფონზე, მედიკამენტებზე, პროდუქტებზე, საწვავზე ფასები გაიზარდა. თუმცა კონომისტები კიდევ უფრო საგანგაშო პროცესებს პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ თუ ლარის კურსი არ დარეგულირდა, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მოსახლეობას მძიმე ეკონომიკურ ტვირთად დააწვება.
 
სპეციალისტები ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. 
 
„გამომდინარე იქედან, რომ არც ერთ სტრუქტურა არ არის პასუხისმგებელი ლარის გაუფასურებაზე. ყოველ შემთხვევაში ეროვნული ბანკი და მთავრობა ამაზე უარს ამბობს, ცხადია, რომ მოლოდინები არის საკმაოდ ნეგატიური. ნებისმიერი ადამიანი შეეცდება, რომ თავი დაიზღვიოს და გაზარდოს ფასი იმ პროდუქციაზე, რომელსაც ის ბაზარზე აწვდის. მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ შესაცვლელია დამოკიდებულება ლარის პოლიტიკის მიმართ,“- ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტმა განაცხადა პაატა შეშელიძემ. 
 
ლარის გაუფასურების ახალი რეკორდი – სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარსა და 75 თეთრს აღწევს. მთავრობა ვალუტის გამყარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებდა, თუმცა ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...