მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი კანონმდებლობას ცვლის და აღარ აპირებს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული...

რუსეთი კანონმდებლობას ცვლის და აღარ აპირებს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

Published on

 როგორც "ბიბისი" იტყობინება,  ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად ამიერიდან რუსეთს უფლება ექნება არ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები .

ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად ჩათვლის, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ შესაბამისი კანონპროექტი 4 დეკემბერს მიიღო, 9-ში კი დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. 

კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, ის რუსეთის "სამართლებრივ სუვერენიტეტს" უზრუნველყოფს და საერთაშორისო სასამართლოების "ტენდენციურ გადაწყვეტილებებს" შეეწინააღმდეგება.

სიახლეები

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...