მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ვიხილეთ ივანიშვილის არაადექვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა, არჩევნებში „ოცნების“ მარცხი გარდაუვალია“ - ბაჩუკი...

„ვიხილეთ ივანიშვილის არაადექვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა, არჩევნებში „ოცნების“ მარცხი გარდაუვალია“ – ბაჩუკი ქარდავა

Published on

„არაადექვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა“ – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდმარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან ადგილი აქვს ხალხის მოტყუების მორიგ მცდელობას. ედპ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდაუვალია.
„ვიხილეთ ხელისუფლების, კერძოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის არაადეკვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა. ვიდეო მიმართვა ტოვებდა განცდას, რომ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ხელისუფლებაში მოსვლის დროს შუის გაკრეფვით იმუქრებოდა და ზედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც მიაყოლა. დღეს კიდევ, უფრო შორს წავიდა ოპოზიციას, რომელმაც ჯამში მილიონი ხმა აიღო, პარტიებად არ მიიჩნევს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც იმ მილონ ამომრჩეველს მიიჩნევს ამომრჩევლად, რადგან ვინც მასთან არ არის, ვინც მისი მონა არ არის, მტერია. ჭარბად იკვეთებოდა აგონიის ელემენტები. ხვდება ივანიშვილი, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. მკვდარი წერტილი გავლილი აქვს და პოლიტიკური პროცესის შემობრუნების ყველანაირი შანსი დაკარგული.
 
გრძელდება ქართველი ხალხის უნამუსოდ მოტყუების მცდელობა – როცა ლარის კურსის კატასტროფული გაუფასურების და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ადამიანებს კიდევ ერთხელ მორიგ, ცრუ დაპირებებს აძლევს.
 
ჩემი სტუდენტობის პერიოდში, არსებობდა ე.წ. ჩეკების მაღაზიები, სადაც ხშირად იყრიდნენ თავს ე.წ. გადამგდებები. ერთი მახსენდება მეტსახელად „ყვარიას“ (ყვავი) ეძახდნენ. ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც ინიშნავდა თურმე ერთხელ უკვე მოტყუებულ ადამიანებს, რომ მეორედ არ მისულიყო. ივანიშვილი „ყვარიასგან“ განსხვავებით, უსინდისოდ, უკვე მერამდენედ ცდილობს მოატყუოს ქართველი ერი.
 
უკვე ისიც ჩანს, დიდი იმედი, რომ მორიგ ჯერზე მოტყუვდება ხალხი, თვითონაც არ აქვთ. განახლებაზე საუბრობენ და ძველებს ეძახიან, რიტორიკას არ ცვლიან, სარალიძე და მაჩალიკაშვილი საერთოდ არ ახსოვთ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ოცნების მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია. მინდა იმედი მქონდეს, რომ ამ დამრცხებას, რაც პოლიტიკის თამდევია, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის ფორმას არ დაუკარგავენ. ეს ერთადერთი სიკეთე იქნება, რაც მათ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია გაუკეთონ. ჩვენ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ გამარჯვებას, მაგრამ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ, დემოკრატიულ ჩარჩოებში დარჩენას.“ – წერს ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის გვერდზე.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...