მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ აღარ ფეირობს ,,ფეირი'' - ქვეყანაში სადაც არჩევნებს და ეგზიტპოლებსაც კი...

რატომ აღარ ფეირობს ,,ფეირი” – ქვეყანაში სადაც არჩევნებს და ეგზიტპოლებსაც კი აყალბებენ, სარეცხი საშუალების გაყალბება რა მოსატანია

Published on

 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს მასშტაბით, როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაციას.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 8 943 ბოთლი „ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა – ბოთლები და ეტიკეტები.
 
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....