მთავარისიახლეებიპოლიტიკახათუნა სამნიძე - პრეზიდენტის სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში და ეს იქნება მკაფიო...

ხათუნა სამნიძე – პრეზიდენტის სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში და ეს იქნება მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის

Published on

 არჩევნების მეორე ტურში მხარს ვუჭერთ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენს  გადაწყვეტილებას – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ  გგაერთიანებული ოპოზიციის შტაბში „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 
 
”ნახევარზე მეტმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ ის ვერ ხედავს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ის ვერ ხედავს პრეზიდენტის ამპლუაში მათ კანდიდატს. საპრეზიდენტო სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში და ეს იქნება მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის…
 
იმ პირობებში, როცა ყველა შტო, მთელი ძალაუფლება არის ერთი პარტიის ხელში, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინსტიტუტი მაინც იყოს ოპოზიციის, რომ მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება,” – აღნიშნა სამნიძემ.

სიახლეები

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...