მთავარისიახლეებიეკონომიკაქალაქ ზუგდიდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

ქალაქ ზუგდიდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

Published on

 ქალაქ ზუგდიდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა, –  ინფორმაციას ამის შესახებ  ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. .
 
სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრში წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო იქნა მიღებული.
 
„30 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში გაიმართა ცენტრის კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იყო პტი-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები. საკითხის განხილვის პროცესში გამოკვეთილი გარემოებების გამო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო   
კერძოდ: ზუგდიდში ( პუშკინის ქ. 102) მდებარე შპს "ტრანს ჯგუფი"-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს სრულად შეუჩერდა აკრედიტაცია (M2, M3, N2, N3, O3, O4 – კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ერთი HV ხაზი); M2, M3, N2, N3, O3, O4 – კატეგორიების გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება); 
 
აკტრედიტაცია შეუჩერდა მარნეულის  ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრსაც.
 
ცენტრებმა, რომელთაც სრულად შეუჩერდათ აკრედიტაცია ან შეუმცირდათ სამოქმედო სფერო, უნდა აღმოფხვრან შეუსაბამობები და გაიარონ ხელახალი აკრედიტაცია 3 თვის შემდეგ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...