მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ხედავთ რა განწყობაა საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. გავიმარჯვეთ პირველ...

გრიგოლ ვაშაძე: ხედავთ რა განწყობაა საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. გავიმარჯვეთ პირველ ტურში, გავიმარჯვებთ მეორეში.

Published on

 ვერავითარ პროვოკაციაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს, ვერავითარ არეულობაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს, ვერავითარ შეურაცხყოფების გაცვლაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი რევანშის, შურისძიების გარეშე, იმისათვის რომ საყრდენად დავუდგეთ საქართველოს მოქალაქეს და გადავარჩინოთ საქართველოს სახელმწიფო,“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსთავში მოსახლეობასთან  შეხვედრაზე. 
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეროვნული, კოალიციური ხელისუფლება უარს იტყვის შუღლზე და შურისძიებაზე და ქვეყნის სასიკეთოდ გააერთიანებს ყველა პროფესიონალ ადამიანს მიუხედავად მათ პოლიტიკური მიკუთვნებისა. 
„ხედავთ რა განწყობაა საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. გავიმარჯვეთ პირველ ტურში, გავიმარჯვებთ მეორეში.

გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მხარდაჭერისათვის. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად დაიწყება მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა – პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი, ხოლო პოლიციელის 200 ლარი, გამოცხადდება მორატორიუმი უსამართლო კრედიტებზე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...