მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი აზრებს ალაგებს: „ დავალაგებ და გეტყვით. ჩემს ამომრჩეველთან მექნება პირდაპირი...

სალომე ზურაბიშვილი აზრებს ალაგებს: „ დავალაგებ და გეტყვით. ჩემს ამომრჩეველთან მექნება პირდაპირი ჩემი ახსნები”

Published on

რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟუნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არ განუმარტა, თავადაც იღებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრები მონაწილეობას და არც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
"რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. ვერ გავჩერდები, ძალიან მეჩქარება", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ამომრჩეველთან შეხვედრას, რაზეც კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან „თავისი ახსნები" ექნება.
 
„ჩემს ამომრჩეველთან მექნება პირდაპირი ჩემი ახსნები", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...