მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის მისი ოცნების დასასრული - არმაზ ახვლედიანი

ეს არის მისი ოცნების დასასრული – არმაზ ახვლედიანი

Published on

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.მისი თქმით, ოცნება არის არსებითად დამარცხებული, რადგან პირველ ტურში მან საზოგადოების „წითელი ბარათი“ მიიღო.„ოცნება ყველა შემთხვევაში არის არსებითად დამარცხებული. მან იწვნია დამარცხება, მან მიიღო უკვე საზოგადოების დიდი ნაწილის ძალიან მკაფიო „წითელი ბარათი“ და ეს არის მისი ოცნების დასასრული, ვგულისხმობ ოცნების ხელისუფლების ოცნებების დასასრული,“ – განაცხადა ახვლედიანმა.მისი თქმით, საზოგადოების ეს განწყობას საზოგადოებისთვის ზურგის შექცევამ გამოიწვია.
„რატომ უკვირს ბატონ ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს, რომ დღეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ უთხრა მას "არა" და ეს არა პროცენტებშია გამოხატული, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ცესკო-ს კომისიის რიცხვები,“ – განაცხადა ახვლედიანმა.ახვლედიანი წინასაარჩევნო პერიოდზე შეფასებისას ამბობს, რომ უსამართლო გარემო იყო შექმნილი, რითაც ოცნებამ დაამტკიცა, რომ „არ ადარდებს ქართველი კაცის ინტერესი“.
არმაზ ახვლედიანი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
 
„ზურაბიშვილს რომ ელემენტარული გამჭრიახობა, გონებამახვილობა და სიყვარული ჰქონოდა ჩვენი ქვეყნის, ის თავად არ დასთანხმებოდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ვისაც მხარს დაუჭერდა ქართული ოცნება. ქართული ოცნება რომ დღეს მის მიერ საბოლოოდ დაქცეულ ქვეყანაში მხარს დაგიჭერს, სირცხვილია და მეტი არაფერი,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....