მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა

ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა

Published on

ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა. ამის გამო კლინიკიდან გაწერილი პაციენტები კვლავ კლინიკაში დააბრუნეს. ორი დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს – ერთი კი, რომელსაც თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული, თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს. ნაცემი აქტივისტები გვიან ღამით საავადმყოფოში მოინახულა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ოპოზიციის ლიდერებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
 
"ამაზე 24 საათიც ძალიან ბევრია, რომ გამოძიებამ თქვას თავისი სიტყვა. მე ეჭვი მეპარება რომ "ქართული ოცნება" დასჯის იმ ადამიანს ახალქალაქში ვისზეც დგას, ამ შემთხვევაში ემზელ მკოიანს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს ხვალ ქართული ოცნება, რამდენიმე დღეში როდესაც ჩატარდება მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებისა, მთელი ქვეყნის მოსახლეობა დამატებით კიდევ ერთხელ თავის ნებას დააფიქსირებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ,"-აცხადებს ნიკა მელია.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...