მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სამართლიანი არჩევნების'' პარალელური დათვლის შედეგები: გრიგოლ ვაშაძე 38.5%, სალომე ზურაბიშვილი 37.6%

“სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შედეგები: გრიგოლ ვაშაძე 38.5%, სალომე ზურაბიშვილი 37.6%

Published on

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედგები წარადგინა. ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
 
ბენიძის თქმით, "სამართლიანი არჩევნები" საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით კი ხმები ასე გადანაწილდა:
 
„გრიგოლ ვაშაძე 38.5%, ცდომილების ხარისხი 1%. მინიმალური შედეგი 37.5%, მაქსიმალური შედეგი 39.5%. სალომე ზურაბიშვილი 37.6%, ცდომილების ხარისხი 0,9%, მინიმალური შედეგი 36.7%, მაქსიმალური შედეგი 38.5%. დავით ბაქრაძე – 11%, ცდომილების ხარისხი 0.5.%, მინიმალური შედეგი 10.5%, მაქსიმალური შედეგი 11.5%. შალვა ნათელაშვილი – 3.8%, ცდომილების ხარისხი 0.2%, მინიმალური შედეგი 3.6%, მაქსიმალური შედეგი 4%.“ 
 
ბენიძის თქმით, ამ დროისთვის, ორგანიზაციას, საუბნო კომისიებში 73 საჩივარი აქვს წარდგენილი, ხოლო 82 საოლქო კომისიებში.
 
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა პლიუს-მინუს 0,8%-იანი ცდომილების ზღვარით, რაც თითქმის იმავე მაჩვენებელს შეადგენს სტატისტიკურად, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...