მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ,,ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად! იმაზე კარგად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!''

პრეზიდენტი სააკაშვილი: ,,ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად! იმაზე კარგად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!” [Video]

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის არსებულ სიტუაციას აფასებს.

,,ყველაფერი მიდის ზალიან მაგრად, იმაზე   კარგად არის, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ! ახლა დგება ჩვენი სამშობლოს გათავისუფლების დრო და არ შეასრულოთ დიქტატორის დავალებები!'' – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ტავის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავის უნდა ჰქონდეს პოლიტიკური რევანშის მოლოდინი. დგება გაერთიანების, აღმშენებლობის დრო''.
 
მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კომისიების წევრებს მოუწოდებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არ გააყალბონ არჩევნები, ის მათ გარანტიას აძლევს, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნა არ მოხდება და მათ უფლებებს ის დაიცავს.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, მომდის მთელი ინფორმაცია. ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად, მეგობრებო, ძალიან მაგრად. იმაზე მაგრად ვიდრე წარმომედგინა. მინდა ვუთხრა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს და ოცნების შტაბის წევრებსა და დამკვირვებლებს – შედეგი უკვე განპირობებულია, თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტრუქციას, ჩაყრის, გაყალბების, ნუ შეასრულებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არავის შეეხება, სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები და ვერავინ გაიაზრებს ვერანაირ რევანშს ან უბედურებას, ოღონდ ახლა არავინ არ აიღოთ თავზე ხელი. ყველანი ქართველები ვართ ხალხო! ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ! დღეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე. არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური დავალებები.“ იგი 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...