მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება არჩევნებს აგებს. რჩება სულ რამდენიმე საათი ხალხის მობილიზაციისთვის ზეწოლით, ფულით,შანტაჟით

ხელისუფლება არჩევნებს აგებს. რჩება სულ რამდენიმე საათი ხალხის მობილიზაციისთვის ზეწოლით, ფულით,შანტაჟით

Published on

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით წერს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:
 
“მეგობრებო, ოპოზიცია იგებს არჩევნებს! ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას! ჩვენი სამშობლო ახლოსაა ბანდიტი ივანიშვილის მოღალატე კანდიდატის პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებასთან!
 
ოპოზიციურო პარტიებო, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ 5-დან 8 საათამდე დაგეგმილი გაყალბების უფლება და საშუალება არ მივცეთ ივანიშვილს და მის მოღალატე კანდიდატს!
 
ყველანი არჩევნებზე! ყველანი ქოცების წინააღმდეგ!”- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკზე“.
 
კიდევ რამდენიმე ინფორნაცია ,,ქრონიკა + 'ის რედაქტორის ელისო კილაძის ქრონიკიდან: 
 
,,აგონია დაეწყოთ!
თმაგაჩეჩილი კრეტინი გამოვიდა,ნაცები პროვოკაციის მოწყობას აპირებენო (არ დაკონკრეტდა),მერე თქვა უბნის ჩაშლასო,უმკაცრესად დაისჯებითო და გავიდა.ერთი წუთი გრძელდებოდა ბრიფინფი !
ესენი პირველ ტურში კი არ იგებენ,აგებენ არჩევნებს – სახე ჩამოტირით
მამუკა მდინარაძეს რიხი აქვს დაკარგული ხმაში და აშკარად ნირწამხდარია !სუსი და პოლიცია 5 საათის მერე დაიწყებენ მოქმედებას ! რჩებათ ზეწოლა,ფული,შანტაჟი ხალხის მობილიზაციისთვის''
 

 
და ისევ ნიკა გვარამია: 
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადებით, თავდაპირველად გამოქვეყნდება საღამოს 06:00 საათისათვის არსებული მონაცემები, ხოლო 22:00 საათისთვის უკვე მთლიანად დათვლილი ეგზიტპოლის შედეგები.
მან ასევე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს. ნიკა გვარამიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებზე მდგომ მთვლელებთან დაკავშირებით, რომლებიც ეგზიტპოლისთვის გამოკითხვას აწარმოებენ. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ჰქონდა მხოლოდ ცესკოს.
 
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, უბნებზე სადაც დგანან მთვლელები ეგზიტპოლს ვინც ატარებს ეს იცის "ქართულმა ოცნებამ" და ცდილობენ რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი და გადახრა იქნა და ამას გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ იმიტომ რომ მათთან შეთანხმება იყო საჭირო. საიდან იცის "ქართულმა ოცნებამ" რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რატომ იცის ეს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
მისივე თქმით ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ის მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ 5-დან 8 საათამდე. ნიკა გვარამიას განცხადებით, სწორედ ამ დროისთვის შეეცდება ხელისუფლება შედეგების გაყალბებას.
 
„ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხედავთ როგორ მუშაობს კურიერი. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა დამკვირვებელს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ეს იგეგმება 05:00-დან 08:00 საათამდე. განსაკუთრებით ყურადღებით იყონ ამ დროს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...