მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე; „არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს ე.წ....

გრიგოლ ვაშაძე; „არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს ე.წ. ხელისუფლება და ტოტალურ გაყალბებას იწყებს”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ დროის მონაცემები შეაფასა. მისი თქმით, დამაჯერებლად იმარჯვებენ.
 
„არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით, ფანტასტიკური განწყობაა. ჩვენი სამშობლო დიდი ხანია არ ყოფილა ისე ახლოს გამარჯვებასთან, როგორც დღეს. ჩემო მეგობრებო, მიბრძანდით რვა საათამდე უბნებზე და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლება. ასობით შემთხვევააა უკვე დაფიქსირებული გაყალბების, ყველანაირ მტკიცებულებას ჩვენ ვტვირთავთ ვებგვერდზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფულის სანაცვლოდ საკუთარი მომავალი არავინ უნდა გაყიდოს.
 
„მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. ამ თანხის დახარჯვის შემდეგ თქვენ გაიღვიძებთ ისეთივე ამაზრზენ ქვეყანაში, როგორშიც ცხოვრობდით გასული 6 წლის განმავლობაში. ხელისუფლება 5- დან 8 საათამდე გეგმავს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, სწორედ ამიტომ მივმართავ მხარდამჭერებს, არ მოდუნდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...