მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, უბნებთან სიებით მისვლა ,,ქართული ოცნების'' შტაბის უფროსმა მოგვთხოვა'' -...

,, უბნებთან სიებით მისვლა ,,ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა მოგვთხოვა” – აცხადებენ აგიტატორები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა მისცენ კონკრეტულ კანდიდატს

Published on

 
სოფელ ორსანტიაში უბნის გარეთ საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის მმართველი პარტიის კოორდინატორები. ისინი ამომრჩეველთა სიით არიან მისულები. ისინი ასევე ეკითხებიან კაბინიდან გამოსულ პირებს თუ, ვის მისცეს ხმა.
 
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აგიტატორი ამბობს, რომ ამომრჩევლების დათვლა და უბნებთან სიებით მისვლა მათი შტაბის უფროსმა მოსთხოვათ. მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მოყვანას მანქანებითაც გეგმავენ.
 
 „რამდენი კაცი შემოვა იმის სია არის… ასე გვითხრა შტაბის უფროსმა“ – ამბობს აგიტატორი.
 
საარჩევნო უბანზე ასევე იმყოფებოდა სოფლის გამგებელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროცესში. დამკვირვებლების თქმით, გამგებელი ამომრჩევლებს მიყვება საარჩევნო უბნამდე და აძლევს მითითებებს თუ ვის უნდა მისცენ ხმა.
 
დღეს ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ზუგდიდის სხვა  არაერთ საარჩევნო უბანზე, სადაც აგიტატორები, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ცდილობენ. უბნებთან  ასევე იმყოფებიან გაურკვეველი ჯგუფები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა მისცენ კონკრეტულ კანდიდატს.
 
შეგხსენებთ, ორსანტიის 97-ე უბანთან ვითარება დილიდანვე დაძაბულია.  საქმე . “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებამდეც მივიდა. 
 
კონფლიქტი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გამო დაიწყო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბნის შესასვლელთან პლაკატი არ უნდა იყოს გაკრული. ასევე, მათი მტკიცებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” კოორდინატორები ხმის მისაცემად არ უშვებენ., ხოლო ,,ქარული ოცნების'' აგიტატორებსადა კოორდინატორებს მოქმედების საშუალება შეუფერხებლად ეძლევათ 
 
 

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...