მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ზურაბიშვილის მაისუროსნები'' ზუგდიდის საარჩევნო უბნების უშუალო სიახლოვეს

,,ზურაბიშვილის მაისუროსნები” ზუგდიდის საარჩევნო უბნების უშუალო სიახლოვეს

Published on

მიუხედავად,, გაერთიანებული ოპოზიციის'' სარჩევნო შტაბის პროტესტისა ზუგდიდის   საარჩევნო უბნებთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურებში გამოწყობილი კოორდინატორები იმყოფებიან.და ამომრჩევლების აღრიცხვის მოტივით კონტაქტში შედიან მათთან აგიტაციის მიზნით. 
 
ფოტოზე, რომელსაც ოდიში ნიუსი გთავაზობთ, ერთერთი მათგანია დაფიქსირებული, თუმცა მან  ტელეკამერის დანახვისთანავე თავი გაარიდა იქაურობას. უფრო  ,,მამაცი'' აღმოჩნდა ,,ზურაბიშვილის მაისუროსანი''  ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისურით იდგა უბნის ეზოში და ენმ-ის მტკიცებით, აგიტაციას ეწეოდა,  და არც მედიის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ წასულა შორს – იქვე უბნის უშუალო სიახლოვეს დარჩა და თავისი საქმე განაგრძო. 
 
  
 
 
ენმ-ის ცნობით, რიყის 99-ე საარჩევნო უბანზე უბნის კოორდინატორს ხელთ გაურკვეველი სია და საფულე ეჭირა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანა წითლიძის შეკითხვის პასუხად, აღრიცხავს თუ არა ის იმ ადამიანებს, ვინც უბანში შედის, ამბობს, რომ კი. თუმცა ის არ ამბობს, რომ ეს არა სიაა, არამედ „ნომერია“. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, ვისი დავალებით აკეთებს ამ ყველაფერს.
 
 
 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...