მთავარისიახლეებიპოლიტიკაამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი ამ დროისათვის და პირველი დარღვევები

ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი ამ დროისათვის და პირველი დარღვევები

Published on

ზუგდიდში საკუთარი არჩევანი ამ დროისთვის 6 696-მა ადამიანმა დააფიქსირა.  ეს რაოდენობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 5, 55 %-ს შეადგენს. – განაცხადა  67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.
 
  მისივე ინფორმაციით,  უკვე დაფიქსირდა  რამდენიმე დარღვევა, რომელთა შორის გამოყოფს იმას, რომ   რამდენიმე უბანზე ,,გაერთიანებული ოპოზიციის'' წარმომადგენლებმა   წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
 
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა განმარტავს ამ გადაწყვეტილების მიზეზს –  კომისიების წევრები ჩვენი  პარტიიდან უარი  გადასატანი ყუთების თანხლებაზე განპირობებულია იმით, რომ მათი არყოფნა უბანზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაყალბებისათვის.
 
„ჩვენი კომისიის წევრები დარჩებიან ადგილზე, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მანიპულაციები არჩევნების გასაყალბებლად“, – განაცხადა  ზოდელავამ.
 
იგი საუბრობს იმ დარღვევებზეც, რომელთაც დილიდან ჰქონდა ადგილი
 
 ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები უშუალოდ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან, ღობეებზეა გაკრული. ასევე, საკმაოდ ბევრ საარჩევნო უბანთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურებში გამოწყობილი კოორდინატორები იმყოფებიან. 
 
ზოდელავა დღეს ყველა  იმ საარჩევნო უბნებზე მივიდა, სადაც მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება. მან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები საკუთარი ხელით ჩამოხია. გარდა ამისა, ერთ-ერთ უბანზე პოსტერების ჩამოხევის დროს, მას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან.“
 
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა და მას აუცილებლად გაასაჩივრებს.
 
„ჩვენ, როგორც აკრძალულ ატრიბუტიკას, ამას ჩამოვხსნით. სარჩელი უნდა დაიწეროს ამაზე, დავწერთ კიდეც,“ – აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
 
#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი,  აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ კენჭისყრის ოთახს აკრონტროლებენ, სადაც აგიტაცია და პროპაგანდა აკრძალულია, თუმცა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრის კონტროლი მათ უფლებამოვალეობაში არ შედის. 

 
 
 

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...