მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გადაადგილების უფლებას უზღუდავენ

ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გადაადგილების უფლებას უზღუდავენ

Published on

ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისირება მოხდა. დამკვირვებელი  ელისო შენგელია აცხადებს, რომ მას გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.
 
კომისიის თავმჯდომარმ ნანა გურგულიანმა   განმარტა, რომ შენიშვნა დამკვირვებელს სამართლიანად მისცა, რადგან იგი ამომრჩეველთა სამაგიდო სიას მიუახლოვდა. დამკვირვებლებისთვის არის თავისი ადგილი, არაფერი არ არის შეზღუდული მაგრამ მაგიდასთან მისვლა დაუშვებელია   – განაცხადა ნანა გურგულიანმა.
 
საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განმარტა, რომ „დამკვირვებელი არ არის შეზღუდული გადაადგილებაში, თუ რა თქმა უნდა ის ხელს არ უშლის კომისიის მუშაობას“ . უბანზე მისულ ,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტს ვერავინ დაუდასტურა, რომ დამკვირვებლის მხრიდან ხელის შეშლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.  ,,იმ მომენტში  მე უბრალოდ თვალს ვადევნებდი ბიულეტენის გაცემის პროცედურას, რისი უფლებაც მაქვს '' –  განაცხადა დამკვირვებელმა ელისო შენგელიამ.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...