მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

Published on

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება.2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს.საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.
ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა. შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
პრეზიდენტობისთვის სულ 25 კანდიდატი იბრძვის, მათგან 19 პოლიტიკური პარტიების მიერაა წარდგენილი, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფების მიერ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...