მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: „ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ვერავინ გაბედავს მარიხუანით მოგვიწამლოს და მოგვიკლას...

შალვა ნათელაშვილი: „ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ვერავინ გაბედავს მარიხუანით მოგვიწამლოს და მოგვიკლას შვილები, არ გაიყიდება არცერთი გოჯი ქართული მიწა უცხოელებზე,“

Published on

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ მარიხუანიზმის ეპოქა დამთვრდება და ვერავინ გაბედავს, მოგვიწამლოს და მოგვიკლას შვილები. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ არ გაიყიდება არცერთი გოჯი ქართული მიწა უცხოელებზე,“ – ასე მიმართა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
 
შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
 
ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 28 ოქტომბერს არ აირჩევს.
 
„გამოვიდა ორი დღის წინ ბატონი ივანიშვილი და პირდაპირ აღიარა, რომ მის ინტერესებშია მარიხუანის დათესვა და არა უფასო ფული, 150 ფაბრიკა-ქარხანა, არა განახევრებული გადასახადები, არა დაბალპროცენტიანი კრედიტები, არა გაზრდილი პენსიები და ხელფასები, რასაც გვპირდებოდა, ახლა იმისთვის, რომ ბიუჯეტი გაივსოს, თავისი ბიუჯეტი ჰქონდა მხედველობაში, საჭიროა მარიხუანის დათესვა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...