მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფო ხალვაში, რომლის საქართველო სალომე ზურაბიშვილთან არის, გაუშვეს ტელევიზიიდან, რომლის საქართველო...

სოფო ხალვაში, რომლის საქართველო სალომე ზურაბიშვილთან არის, გაუშვეს ტელევიზიიდან, რომლის საქართველო კანონთან არის

Published on

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. 
 
მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა ''დილის ტალღის'' წამყვანია თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ​
 
​ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
 
''მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს'' – ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე. 
 
შაბათ-კვირას ''დილის ტალღა'' ეთერში გავა, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს, რადგან ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...