მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ ,,არ იცის'', რატომ დააკავეს დღეს ზაზა სარალიძე

ბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ ,,არ იცის”, რატომ დააკავეს დღეს ზაზა სარალიძე

Published on

ყველამ ვიცით, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნახავს ადგილს რუსთაველზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
 
ივანიშვილს ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე დღეს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ დღეს მომხდარი არ იცის, თუმცა პოლიციას ბოდიშს უხდის იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ითმენენ.
 
„მე არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში, გეტყვით, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ყველაფერი პირიქით იხატება. ძალიან ვწუხვართ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ბატონ ზაზას ვთხოვდი, კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის სასამართლოს, არ არის ეს ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
მისივე თქმით, უზნეობაა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს დავით სარალიძის სარალიძის მკვლელობის საქმეს ადარებენ.
 
„ამ საქმეს ადარებენ გირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? იქ გირგვლიანი ხელისუფლებამ მოკლა. მე კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ბატონ ზაზას, მაგრამ ასე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია „ნაციონალებისგან“? შეიძლება შვილის მკვლელობა ასე პოლიტიკაში გადავიტანოთ? რად უნდა იქ კარავი რომ ააგო. სამდღიანი მიტინგი ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ გადადეს. კარგად იმუშავეს სამართალდამცველებმა. ზაზა სარალიძე უნდა ყოფილიყო მთავარი იქ. რატომ დაგეგმეს სამდღიანი მიტინგი, ტყუილად? სამართალდამცველებმა მოახერხეს იქ რაღაც პრევენცია გაუკეთეს და გადაიდო პროცესი. სად ჩანს ხიფათი, არ მესმის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...