მთავარისიახლეებისამართალი,,ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს"- ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა აქციის ...

,,ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს”- ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები დაკავების დეტალების სესახებ

Published on

შსს ამ დრომდე არ აკონკრეტებს სად გადაიყვანეს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად პარლამენტის წინ დაკავებული 2 პირი.ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ  რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან სარალიძეს.
 
როგორც ცნობილია, ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ. ​
 
 შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. კადრებში ჩანს, რომ , ზაზა სარალიძე პოლიციელს ჯოხს უღერებს, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცველების მიერ სარალიძის დაკავება.
 
ზაზა სარალიძის მხარდამჭერები საუბრობენ იმაზე თყ რა  უძღოდა წინ მომხდარ დაპირისპირებას

 
"ელემენტარულად ცელოფნის გადაფარება უნდოდათ, რომ წვიმისგან დაეცვათ თავი, მოვიდნენ ჩვეულებრივად როგორც აქამდე აკეთებდნენ, ოღონდ აქამდე ზაზა არ დაუჭერიათ და ყაჩაღურად გაიტაცეს ყველაფერი რაც კი შეეძლოთ გაეტაცებინათ. შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს,"- აქციის  მონაწილე, დავით ნებიერიძე.
 
ზაზა სარალიძის  კიდევ ერთი მხარდამჭერი, დავით ინაშვილი  ამბობს, რომ პოლიცია იყო ძალიან აგრესიული. ამას მოჰყვა ორივე მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა, მერე კი ზაზა სარალიძეც დააკავეს. ასევე გაიყვანეს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც აქციის მონაწილეებს ემუქრებოდა. ,- აღნიშნა დავით ინაშვილმა.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...