მთავარისიახლეებისაზოგადოება9წლის გოგონას ოჯახი ავარიის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბავშვი ნაცემი და...

9წლის გოგონას ოჯახი ავარიის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბავშვი ნაცემი და გაგუდულია

Published on

გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. გოგონა სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. ოჯახის წევრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსია ავარიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კვალი არ არსებობს. მათი თქმით, ბავშვი არის ჯერ ნაცემი, ხოლო შემდეგ გაგუდული.
 
"არაფერი ვიცი ჯერ, ეხლა მეტყვიან პირველი, რაც არის სათქმელი და მერე მოგახსენებთ. ვერსიები არის. იმედია ვიპოვით,"-აცხადებს მოკლული ნანა ბერიაშვილის ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი.
 
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბამაძემ განაცხადა, გამოძიებას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. 
 
"აქტიური საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს, იქნება კონკრეტული შედეგები უახლოეს საათებში. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები, რომელზეც ვისაუბრებთ უახლოეს საათებში," – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...