მთავარისიახლეებიპოლიტიკა„28 ოქტომბერს კატასტროფულ მარცხს განიცდის ივანიშვილი, მისი კანდიდატი, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი" -...

„28 ოქტომბერს კატასტროფულ მარცხს განიცდის ივანიშვილი, მისი კანდიდატი, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი” – სააკაშვილი

Published on

„საქართველოში ახლა არის ძალიან მაგარი ხალხი. ეს ხალხი არის ძალიან თავმოყვარე და ეს არის ღირსების არჩევნები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ღირსება არ იყიდება,“- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმებს დაიცავენ.
 
მან მოსახლეობას სთხოვა, რომ შეაგროვონ დოკუმენტები, სადაც ასახული იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ფულის დარიგების ფაქტები. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიზნით, მმართველი გუნდი გარკვეულ თანხას არიგებს, მათ შორის საუბარია 20-50-100 ლარზე. 
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერენ.
 
„28 ოქტომბერს კატასტროფულ მარცხს განიცდის ივანიშვილი, მისი კანდიდატი, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, ჟურაბიშვილი, როგორც თითონ ამბობს, თვისი ე.წ. „ქართული ოცნებით“. სიტყვა ოცნებაც კი მოგვპარა, ქართული ოცნება მე მქონდა და ეს ოცნება მან მოიპოვა. უფრო მეტად დამარცხდება, ვიდრე 2012 წელს დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“. ამის შემდეგ ის შეეცდება არჩევნების მოპარვას. ამ შემთხვევაში ხდება ის, რომ ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას ადამიანების, ყველა საკის, ყველა საარჩევნო უბანთან, საქართველოს მასშტაბით და ვეუბნებით ყველა ერთად, ჩვენ ვერ გაგვაცურებთ. საქართველო არ იყიდება, საქართველო გამარჯვებულია, დამთავრდა ბაირამობა, დაქოქე ვერტმფრენი და წადი, თუ გინდა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...