მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც მაფიოზური ტიპის მართველი'' - სალომე სამადაშვილი...

,,ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც მაფიოზური ტიპის მართველი” – სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს

Published on

,,ბიძინა ივანიშვილი აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც  მაფიოზური ტიპის მმართველი'' – აცხადებს პარალმენტის წევრი სალომე სამადაშვილი.

ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია რომ მრავალჯერ მოძალადე ფარცხალაძე არაფერში დამნაშავე არ არის, ის რომ სუბელიანის მხრიდან საქციელი ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ზაზა სარალიძესთან არაფერი გასამართლებელი თავი სახელმწიფოს არ ააქვს.

ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ესე აზროვნებს. ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ესეთი მაფიოზური ტიპის მართველი და ვფიქრობ რომ საზოგადოებამ დაინახა რაოდენ სახიფათოა რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში. ადამიანის ხელში, რომელსაც უბრალოდ მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცუდსა კარგს და ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს.

მას მიაჩნია ნორმალურად მაგალითად, რომ მისი მთავრობის ხელისუფლების წევრები გასული ექვსი წლის მანძილზე ზღაპრულად გამდიდრდნენ. მიაჩნია, რომ მოქალაქეების ბრალია ის რომ სიღარიბეში ცხოვრობენ და არა სახელმწიფოსი ან მთავრობის, ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, მიაჩნია რომ პრობლემა არის რომ "რუსთავი 2" არ აშუქებს იმ პარალელურ რეალობას, რომელიც მას მიაჩნია სინამდვილედ“- ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...