მთავარისიახლეებიპოლიტიკახორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, უზნეობაა- ივანიშვილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, უზნეობაა- ივანიშვილი

Published on

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, ვფიქრობ, უზნეობაა, ცინიზმია. სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
 
ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი სახელმწიფოს მხრიდან არნაირად იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის მიმართ რამე ინტერესი ჰქონდა, რაც ამ მკვლელობის თაობაზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადასტურა.
 
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. დღეს, კიდევ შეგვიძლია გავიხსენოთ ეს დიდი უბედურება. მაგრამ ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და სანდრო გირგვლიანს შორის გავავლოთ პარალელი, ვფიქრობ, რომ ეს უზნეობაა. თუნდაც გნებავთ, ცინიზმია. გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს, სადაც თქვენი მეუღლე მინისტრის მოადგილე გახლდათ (მიმართა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს). ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ჯერ არ დასრულებულა სასამართლო . მხოლოდ პირველი ინსტანცია დასრულდა. მეორე ინსტანცია მიდის დღეს და მერე – მესამე. ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, ეს ყველასთვის გასაგებია. ის რომ ხორავას ქუჩაძე მომხდარი ტრაგედია დღეს სიმბოლოდ გადაიქცა და ზოგიერთები ახერხებენ პარალელები გირგვლიანთან გაავლონ, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და თუ გნებავთ, ძალიან დიდი უზნეობა. არსად იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლბას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში და კომისიამაც ვერაფერი მსგავსი ვერ აჩვენა. სახელმწიფოსა და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი ერთადერთია, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება სწორად იყოს წარმართული და დროში დასრულებული. გიმეორებთ, დროში ეს დასრულებული კიდევ არ არის. მიმიდნარეობს სასამართლო“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთძემ დააკმაყოფილა მაღალი სტანდარტი, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. „ის რომ საგამოძიებო კომისიამ ვერაფერი მსგავსი მინიშნებაც კი ვერ გააკეთა იმის თაობაზე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, თითქოს ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა ან რაღაც დაემალა, ის, რომ მაშინდელმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მოახერხა და დააკმაყოფილა მაღალი სტანდარტები, ის, რომ მოსამართლემ არ გიზიარა პროკურატურის პოზიცია, სწორედ ეს გახდა იმ მიტინგისა და ვნებათაღელვის საწყისიც და მიზეზიც. მოსამართლემ არ გაიზიარა პოროკურატურის მტკიცებულება და ეს გახდა ყველაფის მიზეზი. ამავდროულად მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ვმართავთ სასამართლოს, რომ პროკურატურა მართავს სასამართლოს. სწორედაც რომ პირიქით მოხდა, რომ პროკურატურისა და სასამართლოს ჭიდილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულება და პროკურორი ამას შეეწირა და გადადგა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...