მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძის კითხვებმა სალომე ზურაბიშვილი კუთხეში მიამწყვდია

გრიგოლ ვაშაძის კითხვებმა სალომე ზურაბიშვილი კუთხეში მიამწყვდია

Published on

 
 „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს  მიმართავს.
 
 
რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებით ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო და აუდიომასალების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, თუმცა არაფერი, არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინს და მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.   ვაშაძე აცახადებს, რომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე:
 
 
რატომ არ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას დათო სარალიძის მკვლელების დასჯას?; 
 
რა პოზიცია აქვს  ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე?;
 
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს „ომეგა ჯგუფის“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე, რისი სულისჩამდგმელებიც ივანიშვილი და ფარცხალაძე არიან;
 
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქს ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს?''
 
 
.,,არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში, ამიტომ არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ  გავცე რამე პასუხი", – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...