მთავარისიახლეებისამართალიცვლილებები მოწმის დაკითხვის წესში 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

ცვლილებები მოწმის დაკითხვის წესში 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

Published on

პარლამენტის  დღევანდელი სხდომა მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვით განახლდა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 73 ხმით მიიღო. მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

კოდექსში  ცვლილებებს მიხედვით, ერთის მხრივ, პირი არ იქნება ვალდებული, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ,  ამოქმედდება  ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი, როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს. 
 მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება  ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით , რომელიც ეხება: – განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებს და სხვა. 

 "ამიერიდან მოწმე ჩვენების მისაცემად აღარასდროს იქნება საგამოძიებო ორგანოში დაბარებული და აღარ იქნება ვალდებული ჩვენება საგამოძიებო ორგანოს მისცეს. გარკვეული პირობების შემთხვევაში იგი შეიძლება სასამართლოში – მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. იმის განურჩევლად, თუ რას იტყვიან ოპოზიციის წარმომადგენლები, პირობა იმისა, რომ მოწმე შეიძლება მხოლოდ სასამართლოში დაიკითხოს, არის შესრულებული", – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ოპოზიციამ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით შეჯიბრობითობის პრინციპი დარღვეულია. გარდა ამისა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე არ ესწრება, რაც ასევე მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის.

“პოლიციას და სამართალდამცველებს ეშინიათ კრიმინალის, რადგან მათ აქვთ პრივილეგიები, ხდება აეროპორტიდან მათი გაცილება. აჭარაში, ვინმე მინდია გორაძე ბატონობს და მართავს სამართალდამცავ სისტემას. ეს არის მთავარი პრობლემა დანაშაულთან ბრძოლის და არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.  

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...