მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 9 დიდ ქალაქში საინფორმაციო კამპანია გამართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 9 დიდ ქალაქში საინფორმაციო კამპანია გამართა.

Published on

2015 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 9 დიდ ქალაქში საინფორმაციო კამპანია გამართა. კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები,, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.აქციას ზუგდიდში საიას ადგილობრივი ოფისიც შეუერთდა. 10 დეკემბერს ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს 1950 წლიდან აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...