მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა - დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

Published on

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს. ქალაქი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეჩერებულია მეტროს, ტრამვაიებისა და ტროლეიბუსების მოძრაობა, წყალმომარაგების სისტემა კი გენერატორების საშუალებით მუშაობს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 40 წლის მამაკაცი, რომელიც 29 ოქტომბერს რკინიგზის სადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიჭრა. დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

29 ოქტომბერს რუსულმა რეაქტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანს დაარტყა, სადაც სამგზავრო მატარებელი იდგა. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

რუსეთმა საავიაციო ბომბით ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმსაც შეუტია. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, კიდევ 14 კი დაშავდა.

ერთ-ერთ რაიონში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ერთსართულიანი შენობა და გაჩნდა ხანძარი. ორ სხვა ადგილზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები და ავტომობილები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 113 უპილოტო საფრენი აპარატიდან 96 გაანადგურა, ასევე ჩამოაგდო ოთხი Х-59/69 ტიპის რაკეტიდან სამი.

რუსული საჰაერო სამიზნეების მოხვედრა 17 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები ხუთ ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

სიახლეები

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...