მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ევროპული საქართველო'' პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებით იკვებება

,,ევროპული საქართველო” პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებით იკვებება

Published on

 
,,სალომე ზურაბიშვილის   განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.- განაცხადა ,, ევროპული საქართველოს '' პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე 
 
..ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
როგორც  აქედანაც ჩანს  ,,ევროპული სქართველო''  არ ერიდება თავისი საარჩევნო კამპანიის   აგებას  მის მიერვე ,,საფრთხობელად'' და ,,ჯართად''  მონათლული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით და  ,,გუგლავს და გუგლავს'' ინფორმაციას  თემატიკაზე, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილი სუროგატული ლიდერისგან   განსხვავებით დაუყოვნებლივ რეაგირებს და არა მას შემდეგ, რაც ამას ვინმე სხვა გააკეთებს. 
 
პრობლემა, რომელსაც დავით ბაქრაძემ თავისი პრესკონფერენციის ეს ნაწილი მიუძღვნა, დიდი ხანია  განმარტა  მიხეილ სააკაშვილმა –  წინა განცხადებებზე რომ არაფერი ვთქვათ,  ამ თემაზე მისი ბოლო   პოსტის აღნიშვნაც  საკმარისია: 
 
,,მოღალატის სამარცხვინო სიტყვებს უკვე იყენებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესთა საზიანოდ. ვინც მას დაუჭერს მხარს , ისიც მოღალატეა, მაგრამ ორმაგ ხარისხში, რადგან ეს უკანასკნელი იმ პირველს, აძლევს რეალურ შესაძლებლობას დააზიანოს სამშობლო.'' – წერს მიხეილ სააკაშვილი ბაქრაძის განცხადებამდე  გაცილებით ადრე თავის ფეისბუგვერდზე 
 
ნამდვილი ლიდერი დროული რეაგირებით ხასიათდება და არა  უკვე დაღეჭილის განმეორებით.  

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...