მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა - შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია

შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა – შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია

Published on

 
სახელმწიფოსა და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის საგადასახადო დავა შეწყდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიწვევდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს.
 
სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.
 
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის თებერვალში დაიწყო დავა. შემოსავლების სამსახურის სარჩელის თანახმად, სახელმწიფო IBSU-სა და მის დამფუძნებლებს დაახლოებით 735 000 ლარს ედავებოდა, რომლის ამოღებაც უნდა მომხდარიყო და რის გამოც, სარჩელის აღძვრამდე ერთი დღის ადრე უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაედო.
 
ცნობისთვის, 735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გადაიხადა. ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ სტუნდენტების ახალი ნაკადის მიღება ავტორიზაციის საბჭომ საგადასახადო ჯარიმის გამო შეუწყვიტა, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა. საგადასახადო ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ამ დრომდე ყადაღა ქონდა დადებული

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...