მთავარისიახლეებიპოლიტიკასაზიზღრობა და ნაცების ცხოვრების სტილი. ხალხს გული ერევა ჩანაწერების გაგონებაზე - საპარლამეტო...

საზიზღრობა და ნაცების ცხოვრების სტილი. ხალხს გული ერევა ჩანაწერების გაგონებაზე – საპარლამეტო უმრავლესობის მიმოწერა “კურიერმა” მოიპოვა

Published on

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერები გლდანის ციხიდან – საპარლამეტო უმრავლესობის მიმოწერა კურიერმა მოიპოვა.მმართველი პარტიის ჩატში გაგზავნილი შეტყობინება სახელწოდებით – „საორგანიზაციო- უმრავლესობა“ სწორედ რუსთავი2-ის ეთერში ციხის სკანდალური ჩანაწერის გასვლის შემდეგ ჩავარდა.მესიჯის ავტორი არჩილ თალაკვაძეა, რომელიც თანაგუნდელებს ეუბნება, რომ ჩანაწერები "საზიზღრობა" და "გულისამრევია".გლდანის ციხეში მირზა სუბელიანის სკანდალური აღიარების გამო დაწყებულ შიდა პარტიულ გარჩევებს აღნიშნული შეტყობინება ადასტურებს.
არჩილ თალაკვაძის საგანგებო მიმართვა, სავარაუდოდ, სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პარტიაში დაწყებულ არეულობას მოჰყვა.„მეგობრებო, შეუთანხმებლად ნურანაირ საპარლამენტო კომისიაზე ნუ შექმნით მოლოდინებს, ჩანაწერებით ეს ქვეყანა და საზოგადოება ვერ იცხოვრებს – ეს არის საზიზღრობა და ნაცების ცხოვრების სტილი. ხალხს გული ერევა ჩანაწერების გაგონებაზე. უთხარით მკაფიოდ და დამაჯერებლად, რომ სახელმწიფო მუშაობს, მშვიდობაა, არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და იქნება წინსვლა და განვითარება,“ – აღნიშნულია მიმოწერაში.
 
არჩილ თალაკვაძის მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძეა, რომელმაც მირზა სუბელიანის ხმაურიან განცხადებებზე, მათ შორის, სადამსჯელო რაზმების არსებობის შესახებ, პასუხები მოითხოვა და საგამოძიებო კომისიის შექმნაც არ გამორიცხა.  
 
ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ადასტურებს, რომ მსგავსი გზავნილი უმრავლესობის წევრებმა მიიღეს. ის ადასტურებს იმასაც, რომ პარტიაში მირზა სუბელიანის აღსარება ბევრისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა. თუმცა, ამას მამუკა მდინარაძე "აზრთა სხვადასხვაობას" უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი გამოძიების შედეგებს დაელოდება.
 
გლდანის ციხეში ჩაწერილ ფარულ აუდიოჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანს, დავით ცუხიშვილს, ესაუბრება და მის არაერთ გახმაურებული საქმის "დალაგებას" ახსენებს.
 
მირზა სუბელიანი ხელისუფლების უყურადღებობით უკმაყოფილოა და სწორედ ვიქტორ ჯაფარიძეს სთხოვს, მისი გზავნილები შესაბამის პირებს გადასცეს, მათ შორის, შს მინისტრ გიორგი გახარიას. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...