მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძე: ,, ჩვენ უნდა ვუთხრათ არა სიძულვილს, ადამიანის შეურაცხყოფას, დევნას, რომელიც...

პაატა ბურჭულაძე: ,, ჩვენ უნდა ვუთხრათ არა სიძულვილს, ადამიანის შეურაცხყოფას, დევნას, რომელიც შეძლო ამ მავნებელმა მთავრობამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოგვიყვანა და დაგვასვა თავზე,“

Published on

დღეს მე აქ მოვედი, როგორც რიგითი მოქალაქე, აქ მომიყვანა დიდმა წუხილმა. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა სიძულვილს, ადამიანის შეურაცხყოფას, დევნას, რომელიც შეძლო ამ მავნებელმა მთავრობამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოგვიყვანა და დაგვასვა თავზე,“ – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, ზუგდიდში განაცხადა, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას ხვდება.
 
ფონდ იავნანას დამფუძნებელმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს.
 
„მათ შეძლეს ჩვენი გაყოფა, ხალხო, შეძლეს, რომ ასეთ შეურაცხყოფს ვაყენებთ ერთმანეთს, ეს მათ აწყობთ. ბიძინა ივანიშვილს აქვს გენიალური ძალინ დიდი უარი მოიყვანოს უნიჭო და უპატივცემულო ადამიანები ქვეყნის სათავეში, რომ მას დაემორჩილონ. დღეს პროკურატურა პროკურატურა არ არის, სასამართლო სასამართლო არ არის, ის წყვეტს ყველაფერს. ჩვენ ამას ავიტანთ? გუშინ გადავეცი პრემიერს ჩვენი ყველას სია, 400 ოჯახის და სტუდენტების, რომლითაც სწავლის დაფინანსება უნდათ, როცა ვიძახი ფონდ იავნანას, ჩვენ ვართ ყველანი, ჩვენ უკვე დავუფინანსეთ პირველი სემესტრი, მეორე სემესტრს მთავრობა უნდა დაუფინანსებს, გარიცხავენ, ვნახოთ, უნდა შევამოწმოთ, როგორ მიხედავენ ამ ხალხს. ჩვენ ამას ქველმოქმედებით ვაკეთებდით, ეს მათი ვალდებულებაა,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
 
პაატა ბურჭულაძემ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატზეც ისაუბრა.
 
„ეს ქალბატონი თვითონ ვერ ხვდება, რატომ უნდა მისცენ ხმა. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ საბჭოთა ეპოქაში ჩაგვიყვანოს,“ – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...