მთავარისიახლეებისაზოგადოება,, პრარაბი'' გაიქცა, ხელფასები ისევ გაუცემელია

,, პრარაბი” გაიქცა, ხელფასები ისევ გაუცემელია

Published on

ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ამ დრომდე გაფიცულები არიან, მაგრამ  მშენებლობა გრძელდება.
 
როგორც გაფიცულები ამბობენ, მუშაობენ ისინი, ვისაც ხელფასები აღებული აქვთ, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელი მუშები არიან , რომელნიც    უარს ამბობენ  სოლიდარობის ნისნად მუშაობის შეწყვეტაზე და, რადგანაც გაფიცულებს ჭიშკარი გადაკეტილი აქვთ,  ტერიტორიაზე ღობეზე გადაძრომით შედიან. 
 
 
მიუხედავად  კომპანიის საპროექტო ზედამხედველობის წარმომადგენლის ზვიად ჭანტურიას გუშინდელი დაპირებისა, რომ ხელფასი დღის ბოლოსთვის გაიცემოდა, საქმე არ დაძრულა და პრობლემა კვლავ ჰაერშია გამოკიდებული.
 
 ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენლები ხელს საქმეთა მწარმოებლისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ  მან ხელფასების უწყისი კომპანიას დაგვიანებით გაუგზავნა. მხოლოდ ორი დღის წინ,  როცა ეს  ერთი თვის წინ უნდა გაეკეთებინა. და სწორედამიტომ არ გაიცა ხელფასები დროზე.  მათი თქმით ყველა სხვა ობიექტზე, საიდანაც უწყისები დროზე მიიღეს, ხელფასები დროზე გაიცა. 
 
არ შესრულდა გაფიცულთა მოთხოვნაც დაკავშირებოდათ ჩინური სამშენებლო კომპანია "ვეენდჯეეს" წარმომადგენელი, უფრო მეტიც, "პრარაბი" საერთოდ გაიქცა.
 
ცნობისათვის, ეს უკვე  მორე შემთხვევაა, როცა ამ ობიექტზე მუშები  გაიფიცნენ. მაშინ კომპანიამ ხელი საქმის მწარმოებელს შეახოცა და სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ ამით  მუშების პრობლემა არ გადაწყვეტილა.   

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...