მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, ლაღიძის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს სკაიპის საშუალებით ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, ლაღიძის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს სკაიპის საშუალებით ესაუბრა [Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, ლაღიძის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილების ნაწილს სკაიპის საშუალებით ესაუბრა.

 
იგი  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც კარგად ჩანს დევნილთა დამოკიდებულებები და განწყობები ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და პოლიტიკოსების მიმართ, მოლოდინები, რომელიც მათ  გაერთიანებული ოპოზიციისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვთ.   
 
დევნილები უჩივიან  ხელისუფლების უყურადღებობას  მათი პრობლემების მიმართ და აცხადებენ, რომ არ სჯერათ დაპირებების, რომელთაც მმართველი პარტია და მის მიერ მხარადაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი განსაკუთრებით უხვად გასცემს ამ წინასაარჩევნო პერიოდში
 
 ,,პრეზიდენტს ვუთხარით, რომ თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვებას წინ არაფერი უდგას – ჩვენ არ გავიყიდებით. აქ თითქმის ყოველდღე მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ის პარტიებიც, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის  კონკურენცია აშინებთ,ისინი ცდილობენ  ცუდი თქვან  მიშა სააკაშვილზე, გვაშინებენ  მისი დაბრუნებით, თუმცა ეს ჩვენ კი არ გვაშინებს, პირიქით , სიხარულით და იმედით მოველით სააკაშვილს.   ის ჩვენი ბოლო იმედია და ვიცით, რომ არ გვიმტყუნებს, რადგან ჩვენ მისი საქმეებიც ვნახეთ და ამ ხელისუფლებისაც'' –  განუცხადა ,,ოდისი ნიუსის '' ჟურნალისტს შეხვედრის ერთერთმა მონაწილემ.
 
 ვიდეო ჩანაწერში ისმის შეკრებილთა ტაში და შეძახილები ,, მიშა, ჩამოდი!'' 
 
 როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, იგი დღეს უკვე 23 ადგილას ჩაერთო სკაიპით. 
 
 
 
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...