მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძეს სამეგრელოში შეხვედრებზე სანდრა-ელისაბედ რულოვსიც ახლავს

გრიგოლ ვაშაძეს სამეგრელოში შეხვედრებზე სანდრა-ელისაბედ რულოვსიც ახლავს [Video]

Published on

 გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოში მართავს. საკმაოდ შთამბეჭდავი და ხალხმრავალი აღმოჩნდა ჩხოროწყუში შეხვედრა, რაც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენგტო პროგრამის მიმართ ინტერესთან ერთად საქართველოს პირველი ლედის ელისაბედ-სანდრა რულოვსის სტუმრობამაც განაპირობა. გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე სანრდა ელისაბედ რულოვსის სიტყვით გამოსვლამ ადგილობრივების ოვაციები დაიმსახურა.
როგორც შეხვედის მონაწილეები ამბობენ, ჩხოროწყუში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში  დიდია უპერსპექტივობის განცდა, რომელიც   ამ ექვსი წლის მანძილზე გაჩნდა და  ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ხალხი დაუპირისპირდეს არჩევნების გაყალბების მცდელობებს ხელისუფლების მხრიდან, რათა გაჩნდეს შექმნილი ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა.გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და საპრეზიდენტო კანდიდატი მანამდე წალენჯიხაში იმყოფებოდნენ, , სადაც ადგილობრივებს კულტურის სახლში შეხვდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატთან საუბრისას გლეხები ხელისუფლებას შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო აკრიტიკებენ.გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში შექმნილი ვითარების გამოსწორების ერთადერთ გზას ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაში ხედავენ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გლეხებს დახმარებასა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.დღესვე გრიგოლ ვაშაძე ხობისა და მარტვილის მოსახლეობას შეხვდა
 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...