მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანია ძალიან არასასიამოვნო ფონით ხასიათდება

დავით უსუფაშვილი: სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანია ძალიან არასასიამოვნო ფონით ხასიათდება

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დღეს გორის კულტურის ცენტრში ამომრჩეველს შეხვდა. უსუფაშვილმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ქვეყანაში შექმნის ვითარებაზეც ესაუბრა.
 
საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის არასასიამოვნო ფონით ხასიათდება. 
 
„ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება. ქვეყანას სჭირდება გაერთიანება, გამთლიანება, პროფესიონალი ადამიანები ქვეყნის სათავეში. და ამ ბრძოლაში ჩვენ ძალიან სერიოზული განაცხადი გვექნება.
 
სამწუხაროდ საარჩევნო კამპანია ძალიან არასასიამოვნო ფონით ხასიათდება. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის წინ წაყვანა, ჩემს გამარჯვებასთან ერთად ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ვხედავთ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან თვითონ გაიმარჯვონ თუნდაც ამ გამარჯვებამ ქვეყანა და მისი მომავალი შეაფერხოს,“-განაცხადა უსუფაშვილმა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...