მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო-მ „ქართული ოცნების“ დავალებით საარჩევნო ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძე ,,ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატის...

ცესკო-მ „ქართული ოცნების“ დავალებით საარჩევნო ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძე ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის სახელით დააფიქსირა

Published on

 ცესკოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბიულეტენში საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ნაცვლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იქნება წარმოდგენილი.
 
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ დავალებით უარი გვითხრა, რომ საარჩევნო ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ სახელით დაფიქსირებულიყო. ახლა მათი გადაწყვეტილებაა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაფიქსირებული იყოს ბიულეტენებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მაგრამ ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, სადაც დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, რათა მივაღწიოთ სიმართლეს“, – აცხადებს  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი  გიორგი ვაშაძე.
 
 
 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  თამარ ჟვანია კი განმარტავს, რომ ეს იყო კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება,
 
,, საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში საარჩევნო სუბიექტს შეეცვალოს სახელი, – , ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს.
 
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდან, როდესაც კანდიდატი დაარეგისტრირა როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, თავისი თავი დაარეგისტრირა, როგორც სუბიექტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. შემდგომში თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით მათ მომმართეს მე და ჩემი განკარგულებით თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც თერჯოლასა და სამტრედიაში ტარდება, მათ ახლა აქვთ სახელი გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. მათ ასევე მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მომართვა ეხებოდა ცესკოს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს. ეს იყო კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოს სახელი,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
 
 

სიახლეები

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...