მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ შეჩერდა - მუშები კუთვნილ ხელფასს...

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ შეჩერდა – მუშები კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ [Video]

Published on

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ შეჩერდა.
 
სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები  უარს ამბობენ მუშაობის გაგრძელებაზე და შრომის დროულად და სრულად  ანაზღაურებას ითხოვენ.
 
საპროტესტო აქციის მონაწილეებიაცხადებენ, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ სექტემბრის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად 15 სექტენბერს უნდა მიეღოთ. ,,ოდიში ნიუსი'' უკვე იუწყებოდა, რომ ხელფასის მოთხოვნით გამოსულმა მუშებმა  სამუშაოები ამავე  მოთხოვნით   25 სექტემბერსაც შეაჩერეს, მაგრამ ადმინისტრაციის დაპირება მიირეს და მალევე განაახლეს, ტუმცა ეს დაპირება აქამდე არ შესრულებულა.
 
„ხელფასი ისედაც მცირე გვაქვს, თუმცა ყოველი თვის 15-ში გვერიცხებოდა, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია. გვეუბნებიან, რომ მომავალ კვირას ჩაგვირიცხავენ, მაგრამ ამათი დაპირებების არ გვჯერა. კომპანიის ხელმძღვანელობამ აიღო ხელფასები, ჩვენთვის კი არ მოუციათ“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
 
აქციაზე კომპანიის საპროექტო ზედამხედველობის წარმომადგენელს ზვიად ჭანტურიასა და მუშებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შედეგად იგი იძულებული გახდა ,,დაპირება გაეუმჯობესებინა'' და აღუთქვა, რომ  ხელფასი დღესვე დაერიცხებათ., თუმცა  საპროტესო აქციის მონაწილეები ამჯერად მის დაპირებას აღარ ენდნენ    და  კომპანიის ხელმძღვანელობას ელოდებიან.
 
 
გაფიცულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმ ფაქტითაც, რომ მათ  პრობლემის გაზიარებაზე უარს ამბობენ მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელი მუშები,  ისინი უარს ამბობენ  სოლიდარობის ნისნად მუშაობის შეწყვეტაზე და, რადგანაც გაფიცულებს ჭიშკარი გადაკეტილი აქვთ,  ტერტორიაზე მოხვედრას ღობეზე გადაძრომით ცდილობენ. ჩვენმა კორესპონდენტმა ლევან აბლოთიამ ერთერთი შტრეიკბეხერი სწორედ ამ დროს დააფიქსირა.
 
სკოლის რეკონსტრუქცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
 
 
 
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...