მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას...

კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს

Published on

 კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას  მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს.
 
ეს ვადა წლის ბოლოს იწურება, გამსახურდიას ვაჟი კი ამბობს, რომ რადგან საქმე ქვეყნის პრეზიდენტს ეხება, უნდა შეიცვალოს კანონი, რაც საქმეზე 25 წლიანი გამოძიების ხანდაზმულობას მოხსნის. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.
 
„რაც მეტი პოლიტიკოსი გააკეთებს ასეთ განცხადებას, მით უკეთესი. რამდენადაც ზვიად გამსახურდიას საქმე წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინტერესს.
 
ჩვენ მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას,“-ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს განცხადება ვახო სანაიამ...

ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იურისტების თქმით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია...

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...