მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას 2016 წლის მეორე ნახევრიდან...

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ

Published on

გერმანული გამოცემა Die Welt საკუთარ  დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოსა და უკრაინის მიერ. ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში შემავალ 26 ევროპულ ქვეყანაში ექვსთვიან პერიოდში მაქსიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით.

ეს ეხება მოგზაურობას და არ ნიშნავს, რომ შეგვეძლება უვიზოდ წასვლა სამუშაოდ და სასწავლებლად,  ამისათვის კვლავ სამუშაო და სასაწავლო ვიზების მიღება იქნება საჭირო.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...