მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის ელჩი: მოქალაქეებმა ამაში შეიძლება დაინახონ სისტემა, რომელიც არ არის სანდო, რომელიც...

ევროკავშირის ელჩი: მოქალაქეებმა ამაში შეიძლება დაინახონ სისტემა, რომელიც არ არის სანდო, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს

Published on

ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, სანდო გამოძიება უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.
 
მისივე განმარტებით, ეს საჭიროა, რათა ნდობა აღდგეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მათ შორის ინვესტორებისთვისაც.
 
„რაც შეეხება რიგ საკითხებს, როგორიც არის ჩანაწერების გავრცელება, ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ სანდო გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს საჭიროა, პირველ რიგში, რათა ნდობა აღდგეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მათ შორის ინვესტორებისთვისაც, ვინაიდან ამაში შეიძლება დაინახონ სისტემა, რომელიც არ არის სანდო, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს. თუ ამ საქმეს დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა, ეს შეშფოთებას გამოიწვევს. ამავდროულად ჩვენ არ ვართ მოსამართლეები და პროკურორები. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ამ საკითხებს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
 
.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...